07 მაისი 2024,   13:25
ვრცლად
ტყვიის მაღალი შემცველობა და საგანგაშო შედეგები - ქვეყანაში კონტროლის მექანიზმი არ არსებობს

საგანგაშო კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო მასალებში, საკვებსა და სათამაშოებში ტყვიის შემცველობა მაღალია, სახელმწიფო სტრუქტურები უნდობლობას უცხადებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ არცერთი კვლევა ტყვიასთან დაკავშირებით რეპრეზენტატიული არ არის.

საქართველოში არ არსებობს კონტროლის მექანიზმი იმისთვის, რომ ტყვიის შემცველი პროდუქტები გააკონტროლონ. ქვეყანაში ასეთი მარეგულირებელი ორგანო არ არსებობს. 

ამირან გამყრელიძის თქმით, კონტროლის მიმართულებით დიდი ნაბიჯი 2015 წელს გადაიდგა, როდესაც იმ საწვავის მოხმარება აიკრძალა, რომელიც მძიმე მეტალის დიდ რაოდენობას შეიცავდა.

ტყვიის შემცველობაზე ჯანდაცვის სამინისტრომ Unicef-თან ერთად ერთობლივი კვლევა ახლახან დაასრულაა, რომლის შედეგებს, დაახლოებით, 2 კვირაში გაასაჯაროებენ.

Image may contain: 1 person, standing, ocean and suit„ჯერჯერობით არცერთი კვლევა ტყვიასთან მიმართებაში არ არის რეპრეზენტატიული. ანუ, ეს არ არის იმ მეთოდოლოგიით ჩატარებული, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ვისაუბრებთ, თუ რა ხდება ქვეყანაში ტყვიასთან დაკავშირებით. ეს კვლევები, რაც დღეს ჩვენთან, საქართველოში ტარდება, ძირითადად ტარდება სწრაფი მეთოდით. მაგრამ თუ იქ მომატებულია, უნდა გადაამოწმო ძალიან პრეციზიოზულ აპარატურაზე,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში კი განმარტავენ, რომ ყველაზე ნაკლები დარღვევა საკვებში აღმოჩნდა.

სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი მიქაძე, ვარაუდობს, რომ ნივთიერების მაღალი შემცველობა შესაძლოა, ისევ იმ სუნელში აღმოჩნდა, რომელიც ბაზრობებზე ადრეც იყიდებოდა.

საგანგაშო კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ მავნე ნივთიერების ზღვარი დასაშვებს 200-ჯერ აღემატება. მასშტაბური კვლევა სამეცნიერო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რიგითი მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა და შესწავლილი იქნა 300-მდე ყოველდღიური მოხმარების საგანი, თითქმის, ყველა ნიმუში დაბინძურებულია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები