07 მაისი 2024,   16:55
ვრცლად
რიგის მერი თანამდებობიდან დაითხოვეს

რიგის მერი თანამდებობიდან დაითხოვეს. წარმოშობით რუსი ნილ უშაკოვის გადაყენება კორუფციულ სკანდალს უკავშირდება. საქმე მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ დარღვევებს ეხება.

ოფიციალური ინფორმაციით, მერის მმართველობის პერიოდში  აღნიშნული სატრანსპორტო კომპანიის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და შესყიდვების არასათანადო კონტროლი ხდებოდა.

მერის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება  გარემოს დაცვისა და რეგიონალური განვითარების  მინისტრმა მიიღო, რომელსაც ლატვიის კანონმდებლობის თანახმად ამის უფლებამოსილება გააჩნია. 

ნილ უშაკოვს ბრძანების გასაჩივრებისთვის 30 დღე აქვს.

დღის ამბები