07 მაისი 2024,   13:03
ვრცლად
„ისწავლეთ წესები“ - სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საელჩოების შენობებში მისი პორტრეტის დაკიდებაზე

პრეზიდენტის ფოტო საქართველოს საელჩოების შენობებში - სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიურ უწყებებში გაგზავნილ წერილს ეხმაურება.

საქმე ეხება შეტყობინებას, რომელიც დიპლომატებმა ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს. საქართველოს პრეზიდენტი უცხოეთში აკრედიტებულ დიპლომატებს საელჩოების შენობებში მისი სურათის დაკიდებას სთხოვს.

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე - მისი მოთხოვნა არის თუ არა, რომ დიპლომატიურ უწყებებში მისი პორტრეტი დაიკიდოს, ასეთი განცხადება გააკეთა - „ისწავლეთ წესები“.

სალომე ზურაბიშვილის ფოტოსთან ერთად, მისიებმა სპეციალური მითითებაც მიიღეს - პრეზიდენტის სურათი ყველა საელჩოს შენობაში უნდა დაკიდონ.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ლურჯი პიჯაკი ქართული ოცნების პარტიულ ფერთან კავშირში არ არის და არაფერი იციან იმის შესახებ, რა მითითება გაგზავნა ზალკალიანის უწყებამ, ფოტოსთან ერთად, ქართულ დიპლომატიურ უწყებებში.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს მსგავსი მოთხოვნა საელჩოებში არ გაუგზავნიათ, ამიტომ ხელისუფლების ოპონენტებისთვის ადვილი გასაგებია, ვისი გადაწყვეტილებით დაიწყო, ქვეყნის ნაცვლად, სალომე ზურაბიშვილისთვის ავტორიტეტზე ზრუნვა საქართვლოს საგრეო უწყებამ.

რუსთავის2-ის წყაროს ინფორმაციით, ყველაფერი სალომე ზურაბიშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ დაიწყო, სადაც პრეზიდენტმა დიპლომატიური მისიების მუშაობით უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის უარყოფითი შეფასებები საელჩოების არასათანადო მუშაობის შედეგია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები