საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურა დასკვნითი სიტყვით წარსდგა.
პროკურორ მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, დასრულებულია მტკიცებულების გამოკვლევა და პროცესზე მიმოიხილეს ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ქმედება. ბრალდების მხარე დ.ღ-ს მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს მოითხოვს.
„ჩვენ ვითხოვთ გამამტყუნებელ განაჩენს, ადეკვატური სასჯელის დანიშვნით, სასჯელის კონკრეტულ სახეს და ზომას. ბრალდების მხარე არ ითხოვს, ჩვენ ვითხოვთ გამამტყუნებელ განაჩენს,“ - განაცხადა პროკურორმა.
ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი ამბობს, რომ ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვაში დადასტურდა, რომ დ.ღ-ს არ მიუცია ცრუ ჩვენება.
ადვოკატის შეფასებით, ბრალდების სიტყვა „აბსურდული, სიცრუეზეა აგებული“.