07 მაისი 2024,   12:57
ვრცლად
ვაშინგტონმა ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ვაშინგტონმა ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. ინფორმაცია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნდა.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მუსლიმ ხუჩიევს კავშირი აქვს კორუფციულ გარიგებებთან და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან, ასევე დევნასთან და თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ფლობს სანდო წყაროდან მიღებულ ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელი ჩართული იყო წამებისა და არაადამიანურ მოპყრობის ფაქტებში. შეზღუდვები ხუჩიევის ცოლზე - საპიატ შაბაზოვაზეც ვრცელდება.

ვაშინგტონი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას პასუხისგებაში მისცეს ყველა მაღალჩინოსანი მუსლიმ ხუჩიევის ჩათვლით, რომელიც მსგავს დანაშაულშია მხილებული.

დღის ამბები