07 მაისი 2024,   12:38
ვრცლად
აშშ იარაღით ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებიდან გადის

შეერთებული შტატები იარაღით ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებიდან გადის.

განცხადება ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ინდიანაპოლისში მსროლელთა ეროვნული ასოციაციის წინაშე ყოველწლიური მიმართვის დროს გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი შეთანხმების რატიფიცირებას არ მოახდენს.

ხელშეკრულებიდან გასვლის დასტურად ტრამპმა მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის დემონსტრირებაც მოახდინა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ამერიკელების უფლებების დაცვისკენ არის მიმართული.

იარაღით ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაეროს წევრმა 154-მა ქვეყანამ გენერალურ ასამბლეაზე 2013 წლის აპრილში დაამტკიცა. მას შემდეგ ხელშეკრულებას ოფიციალურად 101 სახელმწიფო შეუერთდა.

დღის ამბები