27 აპრილი 2024,   16:05
ვრცლად
ფიზიკური ზეწოლა, გაუპატიურების მუქარა - 16 წლის მოზარდი "წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრში" სპეციალური კურსის გავლას იწყებს

16 წლის მოზარდი, რომლის ჩვენების გამოც ბოლნისში პოლიციელი დააკავეს, დღეიდან წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრში სპეციალური კურსის გავლას იწყებს.

პარალელურად, "ემპათია" პროკურატურისგან საქმის მასალებსა და ექსპერტიზის დასკვნას ითხოვს და უწყების მხრიდან არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობს.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საგამოძიებო უწყება ყველა დამნაშავეს არ დასჯის, ადვოკატებთან ერთად ცენტრი უკვე ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

16 წლის მოზარდმა მასზე ძალადობაში 10-მდე პოლიციელი დაადანაშაულა. ამ დრომდე მხოლოდ ერთი სამართალდამცველია დაკავებული.

„თუ არ მოხდა ადეკვატურად დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და დასჯა სამართლებრივი დევნა,  მის ადვოკატთან ერთად მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს,“-აცხადებს „ემპათიას“ დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი.

დღის ამბები