27 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე და მსჯავრდებულთა განაჩენი - განცხადება სააპელაციო სასამართლოში 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდებული არასრულწლოვნების გ.ჯ.-სა და გ.ბ.-ს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია.

სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის საჩივრები არ დააკმაყოფილა, ხოლო ბრალდების მხარის საჩივრების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ პირებთან ერთად.

ხოლო, რაც შეეხება, გ.ბ.-ს, სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაუმძიმა და თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 3 თვით მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ გ.ბ.-სთან მიმართებით პირველი ინსტანციის განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში უცვლელი დატოვა.

არასრულწოვან დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ-მ ჯგუფურად დაუდგენელ სხვა პირთან ერთად. გ.ჯ-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ, სასჯელის სახით განესაზღვრა 11 წლით და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა.

„სასამართლომ შეაფასა გ.ბ-ს მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. გ.ბ-ს მიმართ განაჩენი გასაჩივრებული ჰქონდა ბრალდების მხარესაც და ამ ნაწილში სასამართლომ გ.ბ-ს სასჯელი დაუმძიმა,“ - განაცხადეს სააპელაციო სასამართლოში.

2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორი არასრულწლოვანი გ.ჯ და გ.ბ არიან მსჯავრდებულები.

 

 

დღის ამბები