07 მაისი 2024,   13:12
ვრცლად
ტრამპის ვიზიტი ლონდონში - აშშ-ს პრეზიდენტის პატივსაცემად ბუკინგემის სასახლეში გრანდიოზული ბანკეტი გაიმართა

დონალდ ტრამპის ვიზიტის პირველი დღე ლონდონში გრანდიოზული ბანკეტით დასრულდა.  ბანკეტი შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და პირველი ლედის პატივსაცემად ბუკინგემის სასახლეში გაიმართა. მთავარი მასპინძელი ელისაბედ მეორე იყო, რომელიც ყველა დეტალს პირადად აკონტროლებდა.

დედოფალმა სიტყვით გამოსვლისას შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მეგობრობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დონალდ ტრამპის სადღეგრძელო შესვა. ორი ქვეყნის მეგობრობის ისტორიაზე და ურყევ კავშირზე ისაუბრა დონალდ ტრამპმაც, რომელმაც ელისაბედ მეორეს დიდებული ქალბატონი უწოდა.

ბანკეტს მიწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო ტერეზა მეი. ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერმა ჯერემი კორბინმა კი მიღებას ბოიკოტი გამოუცხადა. დღეს ის ტრამპის ვიზიტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციას გაუძღვება, რომელიც ტრაფალგარის მოედანზე გაიმართება.

დღეს იგეგმება დონალდ ტრამპის მოლაპარაკებები ტერეზა მეისთან.

დღის ამბები