07 მაისი 2024,   13:30
ვრცლად
16 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული 40 წლის მამაკაცი დაკავებულია

ლაგოდეხში, 40 წლის მამაკაცი, რომელსაც 16 წლის გოგოს გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ, დაკავებულია.

დაზარალებული გოგოს ადვოკატის თქმით, მუხლი გადაკვალიფიცირდა და მამაკაცს ბრალი 137- ე, გაუპატიურების მუხლით წარედგინა.

ლია ხუროშვილის ინფორმაციით, პოლიციამ გამოკითხა გოგონა, რომელმაც დეტალურად აღწერა კაცის მხრიდან მასზე 2-ჯერ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.

არასრულწლოვანმა მაისის თვეში ბავშვი გააჩინა, რომელიც ამ დრომდე ლაგოდეხის საავადმყოფოში იმყოფება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 10-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ გამოძიება დაწყებული არის სისხლის სამართლის კოდექსის 140 მუხლით, რაც 16 წელს მიუღწეველთან კავშირს გულისხმობს, თუმცა ბრალი მასზე წარედგინა და გოგონა დაზარალებულად ცნობილ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. როგორც ჩანს, გამოძიებას უკვე ჰქონდა სათანადო მტკიცებულებები დაზარალებულის ჩვენების გარდა, რადგან მას ასე, ფაქტიურად დაუმძიმდა ბრალი და წარედგინა კიდეც. დაზარალებულად გამოკითხული იქნა უკვე გოგონა და მან დეტალურად მისცა ჩვენება თავისის ამ ძალადობის შესახებ,“- განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები