07 მაისი 2024,   13:02
ვრცლად
შეკვეთილში მოშიმშილეს სამედიცინო დახმარება მეორედ დასჭირდა

შეკვეთილში მოშიმშილეს სამედიცინო დახმარება მეორედ დასჭირდა. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ის შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების რეკომენდაციით, მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასურველია მათ შიმშილობა შეწყვიტონ. თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნა, გახარიას გადადგომის შესახებ, არ დაკმაყოფილდება.

შეგახსენებთ, რომ შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილი სახლთან სამი ადამიანი 13 დღეა, შიმშილობს. დღესვე მათ განცხადება გააკეთეს. მოშიმშილეების თქმით, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, თითქოს, მოშიმშილეები საკვებს იღებენ. მათი თქმით, შეკვეთილში სხვადასხვა ლოკაციაზე 4 კარავია გაშლილი, მათგან მხოლოდ ერთში, ივანიშვილის სახლის ცენტრალურ შესასვლელთან განთავსებულ კარავში იმყოფებიან მოშიმშილეები.

მათი თქმით, ადამიანები კი, რომელიც გავრცელებულ კადრებში ჩანან, მოშიმშილეები არ არიან და ეს კადრები ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის სათვალთვალო კამერებითაა გადაღებული. მომხდართან დაკავშირებით აქციის მონაწილეებმა უკვე მიმართეს პოლიციას.

ამავე თემაზე
დღის ამბები