07 მაისი 2024,   12:22
ვრცლად
ეს ვიღაც მიშა მშვილდაძე, რომ არის ავადმყოფი ადამიანი, რამდენ ადამიანს მოუშალა ნერვები-სასულიერო პირის გამოსვლა ლევან ვასაძის აქციაზე

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე საათია ორი აქცია მიმდინარეობს. მათგან ერთი, ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებული აქციაა, რომლის მონაწილეებიც საკანონდებლო ორგანოს წინ არიან შეკრებილები და საშუალებას არ აძლევენ ანტისაოკუპაციო აქციის წარმომადგენლებს, რომ აღნიშნული ტერიტორია დაიკავონ. ისინი გამოსვლებში საკმაოდ რადიკალურები არიან. აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებიან სასულიერო პირები, რომლებიც პერიოდულად პარაკლისს იხდიან. ისინი ასევე მომიტინგეებს სიტყვით მიმართავენ და ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს აკრიტიკებენ. სასულიერო პირები მათ მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებსაც არ ერიდებიან.

„თავისუფალი მოძრაობა უნდა აღდგეს აქ, რუსთაველზე. აქ არ არის ადგილი ორ კვირიანი და სამ კვირიანი ღამის სერენადების და ნარკოტიკებით გაჟღენთილი ადამიანების შოუ ასპარეზი. ეს უნდა დამთავრდეს. ეს ვიღაც მიშა მშვილდაძე,  რომ არის მსახიობი ადამიანი, აი აქეთკენ, რომ იმალება ახლა, საცოდავი ადამიანი, თავის დროს, რომ ელის რომ გამოვიდეს, ეს ავადმყოფი ადამიანი, რომელმაც ამდენ ადამიანს, საქართველოს ღირსეულ შვილებს ნერვები მოუშალა ეს დღეები. ეს ადამიანი აქედან წასასვლელი კი არ არის, კიევში არის მიშა სააკაშვილთან გადასაყვანი. თავის გურუსთან გადასაყვანი ადამიანია. ახლა ჩვენ ასეთი დამოკიდებულება გვაქვს. უნდა დამთავრდეს, არც ჩვენ მოვალთ ხვალ აქ და არც ეს ადამიანები,“-განაცხადა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა სიტყვით გამოსვლისას. 

ლევან ვასაძის აქციის მონაწილეები პარლამენტის ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას სთხოვენ.

დღის ამბები