07 მაისი 2024,   12:47
ვრცლად
ხანძარი ტეხასში - ნავთობგადამამუშავებელი კომპანიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 37 ადამიანი დაშავდა

აშშ-ში მასშტაბური ხანძრის შედეგად 37 ადამიანი დაშავდა. აფეთქება ტეხასში, ერთ-ერთი უდიდესი ნავთობ-გადამამუშავებელი კომპანიის ტერიტორიაზე მოხდა. მაღალი რისკების გამო, კომპანიის წარმომადგენლებმა ახლომდებარე დასახლებების მოსახლეობას, თავშესაფრის მოძებნისკენ მოუწოდეს.

ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების ათობით ეკიპაჟი იყო მობილიზებული. რამდენიმე საათიანი მცდელობის შემდეგ, მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.

აფეთქების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

დღის ამბები