08 მაისი 2024,   12:35
ვრცლად
კრიმინალის ზრდა - ოზურგეთში ბოლო პერიოდის განმავლობაში საქონლის ქურდობამ მასიური ხასიათი მიიღო

ოზურგეთში ბოლო პერიოდის განმავლობაში საქონლის ქურდობამ მასიური ხასიათი მიიღო.
დაბა ნასაკირალში უკვე თითქმის ყოველი მეორე ოჯახი დაზარალებულია.

მოსახლეობამ დახმარებისათვის ოზურგეთის პოლიციას მიმართა, თუმცა მათი თქმით, სამართალდამცველებმა დაზარალებულებს მწყემსების აყვანა ან ქურდების თავად დაკავება და პოლიციაში მიყვანა შესთავაზეს.

ადგილობრივები თავს დაუცველად გრძნობენ. ადგილობრივი ხელისუფლება და სამართალდამცველები განმარტებების გაკეთებას თავს არიდებენ.



დღის ამბები