07 მაისი 2024,   13:21
ვრცლად
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი - სამართალდამცავებმა 7 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი - სამართალდამცავებმა შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, მიწის ნაკვეთების მიღება - ჩაბარების ყალბი აქტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს და თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. აღნიშნული მიწის ნაკვეთების ღირებულება 164 000 ლარს აღემატება.

დანაშაული 6 დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები