07 მაისი 2024,   13:01
ვრცლად
თუ ჩვენს ბიზნესს შემოსავალი არ გაეზარდა, პრობლემა ვერ მოგვარდება - "თბილისის მიკროავტობუსის" გენერალური დირექტორი

"თბილისის მიკროავტობუსის" გენერალური დირექტორის დავით ასანიძის განცხადებით, თუ მიკროავტობუსების ბიზნესს შემოსავალი არ გაეზარდა, პრობლემა ვერ მოგვარდება.

ასანიძე თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის ინფორმაციით, სატრანსპორტო კომპანიას ჩანაცვლების რესურსი არ გააჩნია.

"ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ტარიფია, სხვა შემოსავალი ჩვენ არ გვაქვს და თუ ამ ბიზნესს შემოსავალი არ გაეზარდა, პრობლემის მოგვარება შეუძლებლია. ფასის ზრდა აუცილებელია. ასე არ შეიძლება, ხდებოდეს, გითხრან - "მოდი ხვალიდან უკვე გადავდივართ ახალ სქემაზე და ხვალ უკვე ავტობუსები ახალი უნდა გყავდეს". ყველაფერზე ადეკვატური ვადები არსებობს და ეს ვადები მომწოდებელზეა დამოკიდებული," - განაცხადა დავით ასანიძემ.

სატრანსპორტო პოლიტიკა იყო დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მთავარი განსახილვრლი თემა. კახი კალაძემ ვიცე-მერს წინა მთავრობის სდომაზე მიცემულ დავალებაზე ახსნა-განამარტებები მოსთხოვა, რომელიც დედაქალაში მიკროავტობუსების ჩანაცვლებას ითვალისწინებს. თავის მხრივ, ხმალაძემ აღნიშნა, რომ მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიასთან კონკრეტულ საკითხზე უთანხმოება აქვს, თუმცა პირობას დადო, რომ მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმას წარმოადგენს.

დღის ამბები