08 მაისი 2024,   16:50
ვრცლად
პოლიტიკური თაღლითობა - ზალიკო უდუმაშვილი მმართველი გუნდის მოთხოვნაზე 

პოლიტიკური თაღლითობა - ასე აფასებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზალიკო უდუმაშვილი მმართველი პარტიის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, 2024 წლამდე ნებისმიერი არჩევნები შერეული პრინციპით ჩატარდეს.  

ზალიკო უდუმაშვილის თქმით, ეს არის ხერხი იმისთვის, რომ მმართველმა ძალამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გაიხანგრძლივოს. 

"ეს არის პირდაპირ პოლიტიკური თაღლითობა, რაც ჩვენ მოვისმინეთ. იმის მაგივრად, რომ ხალხის მოთხოვნა დააკმაყოფილონ და დაუბრუნონ მოსახლეობას პროპორციული არჩევნები, ახლა რაღაც თაღლითურ მექანიზმებზე ფიქრობენ. ანუ, როგორ გაიხანგრძლივონ ძალაუფლება და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და ახლა მოიფიქრეს ახალი რაღაც, რომ თურმე ნებისმიერი ვადამდელი არჩევნები, რომელიც დაინიშნება, უნდა იყოს ისევ შერეული სისტემით. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური თაღლითობა,“ - აცხადებს ზალიკო უდუმაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა იწყებს მუშაობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც 2020 წლიდან 2024 წლამდე ყველა არჩევნები მხოლოდ შერეული სისტემით უნდა ჩატარდეს. მდინარაძემ აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, "ამბოხებული მაჟორიტარები" 2020 წელს სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმს ჩაატარებენ. 

დღის ამბები