27 აპრილი 2024,   17:02
ვრცლად
ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 2 წელში - რას აცხადებენ საქსტატში

ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძის თქმით, წლიური ინფლაციის მაჩვენებლის ჩამოყალიბებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ ორ სასაქონლო ჯგუფში. ეს ჯგუფებია სასურსათო პროდუქტები-უალკოჰოლო სასმელები და ალკოჰოლური სასმელები-თამბაქო:

"წლიური ინფლაციის მაჩვენებლის ჩამოყალიბებაზე ძირითადად გავლენა  იქონია ფასების ზრდამ ორ სასაქონლო ჯგუფში.  ესენი გახლავთ უპირველეს ყოვლისა სასურსათო პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები. ფასები ძირითადად გაზრდილია ხილზე დაახლოებით 32%-ით, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 14%-ით, ასევე ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე 15 %-ით, რძის პროდუქტებზე 14%-ით. რაც შეეხება მეორე სასაქონლო ჯგუფს ეს გახლავთ   ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო, ამ შემთხვევაში ფასები გაზრდილია, როგორც თამბაქოს პროდუქციაზე ისე ალკოჰოლურ სასმელებზე, თუმცა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თამბაქოს ნაწარმის ფასების მატება," - განაცხადა თოდრაძემ.

2019 წლის დეკემბერში, წლიური ინფლაციის დონემ 7% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, დეკემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 6.3%-ით გაიზარდა

დღის ამბები