27 აპრილი 2024,   15:50
ვრცლად
სენაკში ხანძარს ხანდაზმული ქალი ემსხვერპლა

სენაკში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნაფეტვარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ხანდაზმული ქალი დაიწვა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შეშის ღუმელში ნაკვერჩხლის აალების შედეგად გაჩნდა. მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები