07 მაისი 2024,   13:06
ვრცლად
კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილები ვრცელდება - NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილები  ვრცელდება. NCDC მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აყვნენ პანიკას. მათი ინფორმაციით, ჩინურ ვირუსზე ფეისბუქის საშუალებით სრულიად დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო ინფორმაცია ვრცელდება, რაც დეზინფორმაციაა.

ცენტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ, ამ ეტაპისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის არც ერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული. 

"საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის შემოტანისა და გავრცელების პრევენცია. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია და შეუძლია, დაავადების შემოტანის შემთხვევაში, უზრუნველყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. აღნიშნული ხმოვანი გზავნილი დანაშაულია ხალხის წინაშე,"- წერია განცხადებაში.

დღის ამბები