08 მაისი 2024,   15:46
ვრცლად
გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახი მერაბ კობიაშვილის მხარეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახი ამავე საქმეზე დაკავებულის - მერაბ კობიაშვილის მხარეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

გარდაცვლილი ახალგაზრდას ახლობლები ბრალდებულს განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ და არ სჯერათ, რომ შემთხვევის დროს, კობიაშვილი მხოლოდ მოგერიების მიზნით მოქმედებდა.

"დაანებონ თავი გარდაცვლილის სულის შეურაცხყოფას, ჩვენზე ზეწოლას და საშინელ კომენტარებს, რადგან ამ ყველაფერს კითხულობენ ძმები, ვკითხულობთ ჩვენ და ეს ყველაფერი მიდის დედის ყურამდე," - განაცხადა გარდაცვლილის ოჯახის წევრმა, ნინო გულიაშვილმა. 

თამაზ გორთამაშვილის ოჯახის ადვოკატი კი იმ  დეტალებზე საუბრობს, რომელიც ვიდეომტკიცებულებაში ჩანს. 

"აღნიშნული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა, არის განზრახვა და არცერთ შემთხვევაში არ არის მოგერიება. თუ აქვს ვინმეს კადრები ნანახი, როგორ მიდის კობიაშვილი მანქანასთან წყნარი ნაბიჯით, როგორ იღებს იარაღს და საერთოდ როგორ მშვიდად იქცევა და მიემართება თამაზთან შესახვედრად," - განაცხადა ადვოკატმა ნიკოლოზ წულეისკირმა. 

 

დღის ამბები