08 მაისი 2024,   15:45
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 10 პაციენტია მოთავსებული

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ათი პაციენტია მოთავსებული. მათ შორისაა ვანში მცხოვრები 75 წლის ქალის მეუღლე და სიძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ათი პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი საეჭვო პაციენტის ბიოლოგიური ნიმუშებია გადაგზავნილი და პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ქუთაისის ლაბორატორიაში გუშინ 45 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და აქედან სამმა დადებითი პასუხი აჩვენა. ერთი შემთხვევა დადასტურდა ლენტეხის მუნიციპალიტეტში. 50 წლამდე მამაკაცის კონტაქტებს ეპიდემიოლოგები სწავლობენ.

დღის ამბები