27 აპრილი 2024,   16:55
ვრცლად
ღამით კიევში საჰაერო განგაში ჩაირთო კიევში - მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ

აფეთქებების ხმა ისმის უკრაინის არაერთ რეგიონში - ღამით საჰაერო განგაში ჩაირთო კიევშიც. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. რუსულმა ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რაიონზე შეტევა მძიმე არტილერიითა და კამიკაძე დრონებით განახორციელა. არის მსხვერპლი. დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

12 წლის ბიჭი შეეწირა ოკუპანტების იერიშს ხარკოვის ოლქზე. დაშავდა 16 სამოქალაქო პირი.

აფეთქებები იყო ზაპოროჟიაში, სადაც რუსულმა ჯარმა დრონებით იერიში მიიტანა. საჰაერო თავდაცვამ ოლქში რაკეტა ჩამოაგდო. არიან დაშავებულები.

უკრაინის პრეზიდენტი კი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით სუმის ოლქში ფრონტის ხაზს ეწვია - დაათვალიერა სანგრები და საცეცხლე პოზიციები. რეგიონში ვიზიტის დროს, ზელენსკიმ სამხედრო საავადმყოფოს მოინახულა და ჯარისკაცები მედლებით დააჯილდოვა.

შეგახსენებთ, სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებს რუსული ჯარი ყოველდღიურად ბომბავს.

დღის ამბები