07 მაისი 2024,   13:16
ვრცლად
კანის კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად 18 სურათი იბრძოლებს

2017 წლის კანის კინოფესტივალის საკონკურსო ფილმების სია ცნობილია. რიგით 70-ე კინო მარათონის მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად 18 სურათი იბრძოლებს.

მთავარ პროგრამაში მოხვდნენ სოფია კოპოლას დრამა მოტყუებული, რომელშიც მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი, კირსტენ დანსტი და კოლინ ფარელი ასრულებენ. სიაში არის ფრანსუა ოზონის, მიშელ ჰაზანავიჩუსისა და მიხაელ ჰანეკეს ბოლო ნამუშევრები.

ჟიურის თავმჯდომარე წელს ესპანელი რეჟისორი პედრო ალმოდოვარი იქნება. კანის კინოფესტივალი 17 მაისს გაიხსნება. გამარჯვებულებს კი 28 მაისს დაასახელებენ.

დღის ამბები