07 მაისი 2024,   13:00
ვრცლად
მიდის პრეზიდენტი კობახიძესთან სტუმრად, არ უყურებს სახეში და გვერდით იხედება - ლევან ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს. ლევან ბერძენიშივლი მთავარ პრობელემას განათლებაში ხედავს. 

„მე აბსოლუტურად არ მგონია, რომ ჩვენ აკრძალვების გზით შეგვიძლია რამეს მივაღწიოთ. მთელ ქვეყანაში არის ერთადერთი პრობლემა, ეს არის განათლების პრობლემა. საზოგადოება ჩვენი გაუნათლებელია. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარეს, არ უყვარს პრეზიდენტი, ეს გასაგებია. მიდის პრეზიდენტი მასთან სტუმრად, არ უყურებს სახეში და გვერდით იხედება. ჩვენ ვამბობთ, რომ სახლში არ არის გაზრდილი. რომ ესწავლა ვაჟა ფშაველას სტუმარ-მასპინძელი მაინც, ეცოდინებოდა, რომ სტუმარი რომ მოდის, პრეზიდენტი, კაცი კი არა, უბრალოდ სტუმარი, იმას უნდა შეხვდე. ჩვენი განათლება ამას გვასწავლის, ის უბრალოდ გაუნათლებელია. არა მარტო ირაკლი კობახიძე, ჩვენი მთავარი პრობლემა ეს არის,“ - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

დღის ამბები