07 მაისი 2024,   13:00
ვრცლად
„მაპ-ი არ არის მიზანი, მიზანი არის წევრობა,“-მიხეილ ჯანელიძე ნატო-ზე საუბრობს

„მაპ-ი არ არის მიზანი, მიზანი არის წევრობა,“-ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ცოტა ხნის წინ ნატო-ს სამიტზე გააკეთა.

მინისტრის თქმით სამიტზე საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები სიღრმისეულად განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყანაში ოკუპაციის თემასაც.

„იყო ძალიან ფართო და სიღრმისეული განხილვა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, იმ ქმედებების, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის  მიმართულებებით, ასევე რეგიონალური და გლობალური თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ ვისაუბრეთ ოკუპაციაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც ოკუპაციით ქვეყანას აქვს,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები