08 მაისი 2024,   15:35
ვრცლად
კერძო სექტორი კონსტიტუციიდან თავისუფლების აქტის ამოღების წინააღმდეგ გამოდის

12 ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგია. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა იმ ჩანაწერის დატოვება მოითხოვეს, რომლის მიხედვითაც, გადასახადების გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარების შედეგადაა შესაძლებელი.

ბიზნესმენები ამტკიცებენ, რომ მიუხედავად საბოლოო დოკუმენტში 94-ე მუხლის დატოვებისა, მმართველი გუნდი ცვლილებისთვის მაინც ემზადება.

ბიზნესმენები თვლიან, რომ თუ ხელისუფლებას გადასახადების გაზრდა ყოველთვის შეეძლება, ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად შემცირდება.

კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის, იგივე თავისუფლების აქტის ამოღებას, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ოპოზიცია. მმართველ გუნდშიც არაა ერთიანი პოზიცია კონსტიტუციიდან თავისუფლების აქტის ამოღების შესახებ.

მმართველ გუნდის რომელი ნაწილი მიაღწევს მიზანს ეს რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტის დარბაზში გადაინაცვლებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები