08 მაისი 2024,   13:10
ვრცლად
ჯგუფ "ბირჟა მაფიას" წევრის, მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მუსიკოსზე ფიზიკურად იძალადეს

ჯგუფ ბირჟა მაფიას წევრის მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატი, კახაბერ ცნობილაძე, სამართალდამცავების მხრიდან ცადენილ დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, პოლიციელებს აერიათ ფაქტობრივი და იურიდიული დაკავების დრო. 

გადაცემა არჩევანის ეთერში მან აღნიშნა, რომ ადგილზე არ შემდგარა ჩხრეკის ოქმი. ადვოკატი მგალობლიშვილის განცხადებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ფიზიკურად იძალადეს.

მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების მოტივი არა ნარკოტიკები, არამედ კლიპია. კახაბერ ცნობილაძე აღნიშნავს, რომ გირაოს სანაცვლოდ მგალობლიშვილის ოჯახი ბინის ჩადებას აპირებს.

„როცა პირველ ინსტანციის სასამართლოში იხილებოდა პროცესი, ბრალდების მხარემ მოტივად დაასახელა პატიმრობა იმიტომ, რომ დაიმალებაო და გაანადგურებს მტკიბულებასო. ჩვენ ვუთხარით, რომ ჩავდებდით 50 ათას ლარს, მაქსიმუმს, რაც შესაძლებელი იყო და ეს იქნებოდა გარანტი იმისა, რომ ის არ დაიმალებოდა,“ - განაცხადა კახაბერ ცნობილაძემ. 

დღის ამბები