07 მაისი 2024,   13:02
ვრცლად
შეერთებული შტატების საკონსულო სტამბოლში ტერაქტების საფრთხის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს 

შეერთებული შტატების საკონსულო სტამბოლში ტერაქტების საფრთხის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. დიპლომატიური უწყების ცნობით, თავდასხმები ქალაქის ორ საქმიან რაიონშია მოსალოდნელი. საკონსულო შეერთებული შტატების მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს მათ, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს, განსაკუთრებით კი რესტორნებს, სავაჭრო და სატრანსპორტო ცენტრებს.

გავრცელებული ცნობით, მოსალოდნელ თავდასხმებთან დაკავშირებით სტამბოლის ცენტრალურ უბნებში უსაფრთხოების ზომები უკვე გააძლიერეს.

დღის ამბები