27 აპრილი 2024,   16:43
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსი" რუსეთში გამართულ შეხვედრებს დღეს პრესკონფერენციაზე შეაჯამებს

საქართველო-რუსეთი-ნატოს ახალი ფორმატის შესახებ ინიციატივის გაცნობას "პატრიოტთა ალიანსი" მოსკოვის შემდეგ უკვე ბრიუსელისთვის აპირებს. პარტიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე დაგეგმილია ვიზიტი ვაშინგტონშიც. რუსეთში გამართულ შეხვედრებს "პატრიოტთა ალიანსის" წევრები დღეს პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.

მათი მტკიცებით, ინიციატივა, რომელიც რუსეთმა მოიწონა, საქართველოსა და ნატოსთვისაც სასარგებლო იქნება. თუმცა, რამდენიმე დღის წინ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ ახალ ფორმატს ალიანსისთვის მიუღებელი უკვე უწოდა.

"ჩვენ გავაცნობთ საზოგადოებას თუ რა გეგმები დაისახა და რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ ვსაუბრობდით საქართველო-რუსეთი-ნატოს ფორმატზე, რაც მოიწონა რუსეთმა და ახლა სასაუბროა ნატოსთან,“ - განმარტა პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარენ, გიორგი ლომიამ. 

დღის ამბები