07 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
რელიგიური თავისუფლება საქართველოში - მესამე სექტორი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებას ეხმიანება

საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის მოხსენებაში მოხვდა.

დოკუმენტი საზოგადოებას უწყების ხელმძღვანელმა, რექს ტილერსონმა, გააცნო.

რექს ტილერსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს კონსტიტუცია რელიგიის სრულ თავისუფლებას ითვალისწინებს, თუმცა სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია უპირატეს მდგომარეობაშია. მოხსენებაში.

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი, აღნიშნავს, რომ დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები ხაზს უსვამს ქვეყანაში არსებულ არათანაბარ და არათანმიმდევრულ მიდგომაზე რელიგიურ კონფესიებთან მიმართებაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მათ დაფინანსებაზეც აისახება.

იურისტი, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრი, მაკო ღავთაძე, აღნიშნავს, რომ არის ისეთი ფაქტები, რომლებზეც გამოძიება არ დაწყებულა ან დღემდე გრძელდება.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე, ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაზე საუბრობს. მიქელაძე ხაზს უსვამს, რომ ასეთი დამოკიდებულებების გამო სხვა რელიგიური ჯგუფების უფლებები ილახება.

აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში რელიგიური ჯგუფები სახელმწიფოს მხრიდან შევიწროვებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სამთავრობო უწყებები მათ რელიგიური შენობების აგების საშუალებას არ აძლევენ. მაგალითად მოყვანილია რუსთავის კათოლიკური ეკლესიისა და ბათუმის მეჩეთის გარშემო არსებული დავა. ხაზგასმულია რელიგიური ნიშნით ჩადენილი 19 დანაშაული, რომლებიც არასათანადოდ არის გამოძიებული. დოკუმენტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების შევიწროვებაზეც არის საუბარი და ტაძრების ირგვლივ არსებულ მდგომარეობაზე, კერძოდ ქართული ეკლესიებისა და ფრესკების განადგურებაზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები