07 მაისი 2024,   12:55
ვრცლად
ცენტრალურ ავტობანზე ერთმანეთს სატვირთო მანქანა და პატიმრების გადასაყვანი ავტომობილი შეეჯახა

დასავლეთისკენ მიმავალ ცენტრალურ ავტობანზე ერთმანეთს სატვირთო მანქანა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრების გადასაყვანი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულია მძღოლი, რომელიც მიკროავტობუსს მართავდა. ის გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მანქანა მთლიანად დამტვრეულია.

დღის ამბები