07 მაისი 2024,   12:18
ვრცლად
სტიქია გურიაში - სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ურეკში საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა

სტიქია გურიაში - სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ურეკში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

მოგლეჯილია ათამდე ხე, დაზიანებულია მანქანები, დატბორილია ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.

მოგლეჯილმა ხეებმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ურეკსა და შეკვეთილში ელექტროენერგია გაითიშა.

"ენერგო-პრო ჯორჯია" მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა დაზიანებების აღდგენას.

ამ დროისთვის ელექტროენერგია თითქმის სრულად არის აღდგენილი. ურეკსა და შეკვეთილში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სპეციალური შტაბი შეიქმნა.

დღის ამბები