08 მაისი 2024,   15:33
ვრცლად
4 წლითა და 6 თვით პატიმრობა - გიორგი ონიანი დღეს სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი და ადვოკატი, გოგა ონიანი, დღეს სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. უფლებამოსილების გადამეტების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, სასამართლომ მას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლის მიერ  გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

ონიანის უფლებადამცველები მოსამართლის განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

განსხვავებულია სახელმწიფო ბრალდების პოზიცია.

პროკურორი მირიან გულუაშვილი დარბაზიდან მანამდე არ გავიდა, სანამ გიორგი ონიანის ახლობლებმა სასამართლოს შენობა არ დატოვეს. პროკურორის მტკიცებით, ყველა დასაბუთება, რომელიც გამოძიების პროცესში დაცვის მხარემ წარმოადგინა, უსაფუძვლო იყო და მოსამართლეს სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ძიების დაწყებისთანავე, გიორგი ონიანთან ერთად, საქმეში სულ 6 ეჭვმიტანილი იყო. მათგან ხუთ პოლიციელს სახელმწიფომ ჩვენების მიცემის შემდეგ განრიდება გაუკეთა, ერთ-ერთი მათგანი კი უმწიკვლო მუშაობისთვის დააჯილდოვეს კიდეც.

  

ამავე თემაზე
დღის ამბები