08 მაისი 2024,   13:53
ვრცლად
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ადგილი, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, კვლავ ბლოკირებულია

ტერიტორია, სადაც სპეცოპერაცია თითქმის 22 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ დრომდე ბლოკირებულია. ადგილზე კვლავ იმყოფებიან სამართალდამცველები და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.  

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ  ექსპერტ-კრიმინალისტები, რომელებიც ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ტერიტორიას საპატრულო პოლიცია იცავს.

შეგახსენებთ, რომ თითქმის 22 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ იქნა სამი პირი, დაკავებულია ერთი პირი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.

ორმხრივი სროლისას გარდაიცვალა სპეცდანიშნულების რაზმის ერთი წევრი და დაიჭრა სამი სამართალდამცველი.

ავტორი:ნინო ვარძელაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები