19 აპრილი 2024,   15:01
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა პეკინზე - მანქანა ქვეითს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა პეკინზე - მანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

როგორც „რუსთავი 2“-ს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულის მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა ის, ჯერჯერობით, მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. 

დღის ამბები