18 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
აშშ, კანადა და ევროპის 14 ქვეყანა, საკუთარი სახელმწიფოებიდან რუსი დიპლომატების ნაწილს აძევებს

შეერთებული შტატებისა და ევროპის კოორდინირებული პასუხი რუსეთს - სოლსბერიში მომხდარი ქიმიური თავდასხმის გამო, ოფიციალური ვაშინგტონი ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს აძევებს. დონალდ ტრამპის ბრძანებით, სიეტლში დაიხურება რუსეთის საკონსულოც.

შეერთებულ შტატებთან ერთად დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო კანადამ და ევროპის 14-მა ქვეყანამაც. გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი, ტერიტორიის დატოვებას 4 რუს დიპლომატს მოსთხოვს. ევროპის საპასუხო ზომებს შეუერთდა უკრაინაც. ოფიციალური კიევი რუსეთის საელჩოს 13 თანამშრომელს აძევებს.

"ევროპული საბჭო დათანხმდა დიდი ბრიტანეთის შეფასებას, რომ მაღალი ალბათობით სოლსბერიში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციაა. ჩვენ გამოვიწვიეთ ევროკავშირის ელჩი რუსეთიდან შემდგომი კონსულტაციებისთვის. გასულ კვირას მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში ევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა რუსი დიპლომატების გაძევება. დამატებითი ზომების მიღება, გაძევებების ჩათვლით, მომდევნო დღეებსა და კვირებშიც გამორიცხული არ იქნება. ჩვენ ვრჩებით კრიტიკული რუსეთის ქმედებების მიმართ, მაგრამ ამავდროულად ვგლოვობთ ქალაქ კემეროვოში ხანძრის შედეგად გარდაცვლილებს. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ და ვლოცულობთ მათი სულებისთვის,“ - განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა.

დღის ამბები