21 იანვარი 2025,   02:26
ვრცლად
"ეროვნული ბანკის არასწორი ქმედების შედეგად, ჩვენმა ორმა კრედიტორმა თავი მოიკლა,“ - "საფინანსო კომპანია საქართველოს” მეანაბრე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ეროვნული ბანკის წარმომადგენლებსა და "საფინანსო კომპანია საქართველოს" დაზარალებულ კრედიტორებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. დაზარალებულები იმ პროექტის გაცნობას მოითხოვდნენ, რომელიც პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს. დაზარალებულები, ეროვნული ბანკისა და სხვა სახელმწიფო უწყებებისგან პრობლემების მოგვარებას, მათ შორის ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ.

      „ეროვნულ ბანკს ძალიან დიდი დანაშაული მიუძღვის "საფინანსო კომპანია საქართველოს“ კრედიტორების წინაშე. სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი არ ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე, ადამიანზე და ეროვნული ბანკის არასწორი ქმედების შედეგად, ჩვენმა ორმა კრედიტორმა თავი მოიკლა,“ - განაცხადა საფინანსო კომპანია ”საქართველოს” მეანაბრემ მაია ბელიაშვილმა.