ნენსკრა ჰესის პროექტი 2 წლის შემდეგ კვლავ დაპირისპირების მიზეზი ხდება. მშენებელი კომპანიის საქმიანობით უკმაყოფილო ადგილობრივმა პროტესტი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით გამოთქვა. მაქსიმე გვარლმიანი ადმინისტრაციის ოფისის ეზოში მანქანით შეიჭრა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. ის იარაღით ხელში კომპანიის მიერ ადგილობრივების დასაქმებაზე მიცემული პირობის შეუსრულებლობას აპროტესტებდა.
თავდასხმის შიშით იტალიელმა ინჟინრებმა ჭუბერი დატოვეს და როდის განახლდება სამუშაოები გაურკვეველია.
გვარლმიანი, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს, შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ჭუბერში მაქსიმე გვარლმიანის ქმედებას ამართლებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ.
სოფელში ამბობენ, რომ მოსახლეობა მშენებელი კომპანიის საქმიანობით გაღიზიანებულია, რადგან მათ მოატყუეს და არცერთი დანაპირები არ შეასრულეს. ჭუბერში ყვებიან, რომ სატვირთო მანქანები სოფლის გზებს აზიანებენ, თუმცა მის შეკეთებაზე აღარავინ ფიქრობს. ადგილობრივები ამ დრომდე ელოდებიან დასაქმებას, რისი პირობაც მათ პროექტის განხორციელებამდე მიიღეს.
ავოტრი: ემა გოგოხია.