სოლსბერიში მომხდარი ქიმიური თავდასხმის გამო, შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან რუს დიპლომატს აძევებენ, მათ შორის ევროკავშირის 14 წევრი ქვეყნიდან. დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ მომავალ კვირას სხვა ზომებიც იქნება მიღებული და 14 ქვეყანას სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა გაიხსენა.
„შემიძლია შეგახსენოთ 2006 წელს ალექსანდრ ლიტვინენკოს მოწამვლა, ომი საქართველოსთან 2008 წელს, თანმიმდევრული ანექსია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ყირიმის ანექსია, შეჭრა დონბასში 2013 წელს ან რუსეთის ქმედებები სირიაში, რომელიც საერთაშორისო გაერთიანებისა და დასავლეთის ქვეყნების ქმედებებთან წინააღმდეგობაში მოდის,“ - აღნიშნა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა რუსეთის ფედერაციის საელჩოს სამ თანამშრომელს გააძევებს.
„ეს თავდასხმა დღემდე მომხდარ შემთხვევებს შორის ყველაზე სასტიკია. ევროპული სახელმწიფოებისთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია, რომ სხვა ქვეყნები ასეთი ნივთიერებით მოქმედებენ ევროპის ტერიტორიაზე. რუსები ყველა ზღვარს გადავიდნენ, როდესაც თქვეს, რომ მომწამვლელი ნივთიერება ნოვიჩოკი შესაძლოა ჩვენგან მოდიოდეს. ეს სრული სიცრუეა,“ - განაცხადა ადრეი ბაბიშმა.
ევროპის 14 სახელმწიფოდან რუსი დიპლომატების გაძევების გაეროში დიდი ბრიტანეთის ელჩი კარენ პიერსი ეხმაურება.
„მივესალმებით, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა ასეთი სოლიდარობა აჩვენეს,“ - აღნიშნა კარენ პიერსმა.