18 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
ხმაურიანი დაპირისპირება იუსტიციის საბჭოში - საბჭოს წევრებმა ანა დოლიძის კიდევ ერთი ინიციატივა ჩააგდეს

მორიგი ხმაურიანი დაპირისპირება იუსტიციის საბჭოში. საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სასამართლოებისა და კოლეგიების თავმჯდომარეების დანიშვნის წესის ცვლილებას ითხოვდა. თუმცა საკუთარ არგუმენტებში კოლეგების დარწმუნება ვერ შეძლო. სანაცვლოდ მხოლოდ ხმამაღალი გარჩევა და კრიტიკა მიიღო. სხდომაზე წესრიგის შენარჩუნება საბჭოს თავმჯდომარესაც გაუჭირდა.

ანა დოლიძე ფიქრობს, რომ სასამართლოების თავმჯდომარეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ უნდა ნიშნავდეს, რადგან ეს ხელს უწყობს პრივილეგირებული ჯგუფების გაძლიერებას და მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას. არამოსამართლე წევრის ინიციატივით, თავმჯდომარეები შემთხვევითი წილისყრის, ანუ ე.წ. ლოტოტრონის პრინციპით უნდა ირჩეოდნენ და არა 5, არამედ 3 წლით. დოლიძე ამბობს, რომ ქართული სასამართლო საბჭოთა მენტალობისგან უნდა გათავისუფლდეს.

საბჭოს სხვა წევრები, რომლებმაც დღეს ეს ინიციატივა ჩააგდეს, ფიქრობენ, რომ თავმჯდომარეების დანიშვნის მოქმედი წესი მაღალი დემოკრატიული სტანდარტია.

სასამართლოებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებს დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს. სადამკვირვებლო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ეს წესი შესაცვლელია. ვინაიდან საბჭო ხელს უწყობს ე.წ. კლანური მმართველობისა და პრივილეგირებული ჯგუფების გაძლიერებას და თანამდებობებზე მხოლოდ საკუთარ რჩეულებს ნიშნავს.

დღის ამბები