06 მაისი 2024,   08:55
ვრცლად
"ამჯერად ჩუგოშვილი აფარებს ხელს წულუკიანს" - ოპოზიცია იუსტიციის მინისტრს გენდერული თანასწორობის საბჭოში იბარებს

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შეკრებაზე იუსტიციის მინისტრს იბარებს და საჯარო რეესტრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის საქმის განხილვას ითხოვს.

ოპოზიციას აინტერესებს რატომ არ მოახდინა მინისტრმა რეაგირება საჯარო რეესტრის თანამშრომლის მიმართვაზე, რომელიც პაპუნა უგრეხელიძეს ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა.

ოპოზიციამ უარი საბჭოს თავმჯდომარისა და ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილისგან ერთხელ უკვე მიიღო. თუმცა შეიცვლის თუ არა დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა - ჯერ უცნობია.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი საჯარო რეესტრის უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, რომელსაც თანამშრომლების სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ ხელს მიზანმიმართულად აფარებს. თინა ბოკუჩავას თქმით, დღეს უკვე მინისტრ წულუკიანისთვის ხელის დაფარებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჩუგოშვილი ცდილობს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, ქალი პოლიტიკოსი უარს აცხადებს იმაზე, რომ წულუკიანისგან მოვისმინოთ განმარტებები იმის თაობაზე, თუ რატომ აფარებდა ხელს ამ ხნის განმავლობაში პაპუნა უგრეხელიძეს. როგორც ჩანს თამარ ჩუგოშვილი ასევე ცდილობს ხელი დააფაროს, ამ შემთხვევაში უკვე თეა წულუკიანს,“-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ. - ოპოზიცია მინისტრს

დღის ამბები