22 ოქტომბერი 2024,   21:48
ვრცლად
“სოლიდარობა ტყიბულს!” - მეშახტეების მხარდასაჭერად თბილისში აქცია-მსვლელობა გაიმართება

“სოლიდარობა ტყიბულს!” – ამ სლოგანით დღეს ტყიბულელი მეშახტეების მხარდასაჭერად, თბილისში აქცია-მსვლელობა გაიმართება. შეკრების ორგანიზატორი “აუდიტორია 115”-ია.

აქცია ახალგაზრდებმა ტყიბულში გვიან ღამით დაანონსეს, სადაც დაღუპულების ოჯახებისთვის მისასამძიმრებლად ჩავიდნენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, რომელიც წლებია მხოლოდ ინვესტორების ინტერესებს იცავს. აქცია 17:00 საათზე დაიწყება.

„ეს იყო კიდევ ერთ ფაქტი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა ტყიბულის შახტში არსებული მძიმე მდგომარეობა, შრომითი უსაფრთხოების კუთხით. ნორმები არ არის დაცული და არის ურთულესი ვითარება, სადაც მეშახტეებს უწევთ ყოველდღიურად მუშაობა,“-განაცხადა ’’აუდიტორია 115-ის’’ წევრმა გიორგი სოფრომაძემ.

დღის ამბები