22 ოქტომბერი 2024,   21:43
ვრცლად
საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად დასახელება გაამარტივებს თავშესაფრის განაცხადების განხილვის პროცედურებს - გერმანიაში საქართველოს ელჩი 

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას საქართველო და სომხეთი უსაფრთხო ქვეყნად აღიარონ, გერმანიაში საქართველოს ელჩი ეხმიანება.
ინიციატივის მთავარ მიზეზად თავშესაფრის მინიჭებაზე განაცხადების დამუშავების პროცესის დაჩქარება სახელდება.

ელგუჯა ხოკრიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარებისთვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების ამოქმედების შემდეგ ორივე მხარეს ლეგალური მიგრაციის პროცესის მართვა მარტივად შეეძლება.

„საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად დასახელება გამოიწვევს იმას, რომ გაამარტივებს თავშესაფრის განაცხადების განხილვის პროცედურებს. ის წინაპირობები, რის საფუძველზეც ჩვენმა მოქალაქეებმა შეიძლება მოითხოვონ ლტოლვილთა სტატუსი, არ კმაყოფილდება, იმიტომ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა,“-განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილმა.

დღის ამბები