21 დეკემბერი 2024,   20:54
ვრცლად
ტყიბულის რაიონის სოფელ ჭყეპის მოსახლეობა ქვის მომპოვებელი სამუშაოების დაწყებას აპროტესტებს

ტყიბულის რაიონის სოფელ ჭყეპის მოსახლეობა მიმდებარე ტერიტორიაზე ქვის მომპოვებელი სამუშაოების დაწყებას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მთების გაბურღვა ბუნებრივად წარმოქმნილ წყაროებს დააშრობს და სოფელი უწყლოდ დარჩება.

ტყიბულის მერია სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს და პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის სამინისტროს აკისრებს, რომელმაც სამუშაოების ჩატარების ნებართვა გასცა.

მოსახლეობა კი პერმანენტული აქციებით იმუქრება. 

დღის ამბები