სირიაში განხორციელებულ ავიაიერიშებს ვლადიმერ პუტინი გმობს და მას "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის აქტს" უწოდებს.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პუტინის შეფასებით, შეერთებული შტატების ქმედებები სირიაში ჰუმანიტარული კატასტროფის მხრივ არსებული ვითარებას კიდევ უფრო აუარესებს და ტერორისტებს ათამამებს.
რუსეთის ლიდერი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევასაც ითხოვს.
ვლადიმერ პუტინამდე სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მარია ზახაროვას თქმით, "სირიელ ხალხზე ჯერ „არაბული გაზაფხული“ შემდეგ - „ისლამური სახელმწიფო“, ახლა კი - „ჭკვიანი ამერიკული რაკეტები“ გამოსცადეს და ეს გააკეთეს მათ, ვისაც მსოფლიოში ზნეობრივ ლიდერობაზე აქვს პრეტენზია".
მომხდარის შემდეგ რუსეთის თავდაცვის უწყება სირიისთვის S-300 ტიპის სარაკეტო სისტემის მიწოდების საკითხს განიხილავს.