25 აპრილი 2024,   00:53
ვრცლად
სოფელ წიწამურთან მაგისტრალზე ავტომანქანა ამობრუნდა - დაშავებულია 3 ადამიანი

თბილისთან ახლოს, სოფელ წიწამურთან მაგისტრალზე ავტომანქანა ამობრუნდა.

არსებული ინფორმაციით, ტოიოტას მარკის ავტომანქანა გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა და ამობრუნდა. შემთხვევის დროს ავტომანქანაში მყოფი სამი პირი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები