21 დეკემბერი 2024,   20:41
ვრცლად
ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის მსჯავრდებული გიორგი შარაბიძის მხარდამჭერი აქცია დღეს მრგვალ ბაღში გაიმართა

ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის მსჯავრდებული გიორგი შარაბიძის მხარდამჭერი აქცია დღეს მრგვალ ბაღში გაიმართა.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს სხდომის დროულად ჩანიშვნა და საქმის სამართლიანად გამოძიებაა.

გიორგი შარაბიძის და, თამუნა შარაბიძე, სააპელაციო სასამართლოსგან სამართლიან გადაწყვეტილებას ელის.

ოჯახის ინფორმაციით, გიორგი შარაბიძე უკვე მე-17 დღეა, გლდანის ციხეში შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

არასამთავრობო ორგანიზაცია თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრი, ბექა წიქარიშვილი, აღნიშნავს, რომ საქმეში პოლიციელების ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებები არ არსებობს.

დღის ამბები