1978 წლის 14 აპრილის მოვლენებიდან ზუსტად 40 წლის შემდეგ, დედაენის დღეს დედაენის ბაღში საგანგებო ღონისძიებები მიეძღვნა. დღეს დილიდან სხვადასხვა საბავშვო აქტივობის გარდა, ბაღში წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, ასევე გაიმართა სხვადასხვა პუბლიკაციის პრეზენტაციები.
19:00 საათზე კი დათო ევგენიძის კონცერტი ”ანიდან ჰოემდე” გაიმართება.
დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დღეს თბილისი მერიც დაესწრო.