ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ხეების გადატანის პროცესის დროს დაკავებულებს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 250 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
გადაწყვეტილება საქმის მოსამართლემ დღეს მიიღო და "ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი.
მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.
ენმ-ს წევრები 4 აპრილს სოფელ ხუცუბანში დააკავეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, გზის გადაკეტვით, ასწლოვანი ევკალიპტის გადატანას აპროტესტებდნენ.